
ავსტრალიამ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმების თანახმად, ევროკავშირიდან ავსტრალიაში შესულ საქონელზე გადასახადების 99%-ზე მეტი გაუქმდება, რაც კომპანიებს წელიწადში მილიარდი ევროს დაზოგვის საშუალებას მისცემს.
ამასთან, ევროკავშირიდან ავსტრალიაში გაყიდული საქონელი მომდევნო ათ წელიწადში 33%-ით გაიზრდება.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზეს განცხადებით, შეთანხმება ავსტრალიის ეკონომიკას წელიწადში დაახლოებით ათი მილიარდი ავსტრალიური დოლარით გაამდიდრებს.
მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზეც მოაწერეს ხელი, რომელიც სადაზვერვო მონაცემების გაზიარებასა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ თანამშრომლობას ითვალისწინებს. შეთანხმება ასევე მოიცავს კრიტიკული მინერალების სავაჭრო კომპონენტს.
„კრიტიკული მინერალების სფეროში პარტნიორობა სტრატეგიულად აუცილებელია. ჩვენ არ შეგვიძლია რომელიმე ერთ მომწოდებელზე ზედმეტად დამოკიდებულება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ცნობისთვის, შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები 2018 წელს დაიწყო.
0
0