
ავსტრალიელი შეფ-მზარეული, ავოკადოს ტოსტის "ნათლია", ბილ გრეინჯერი, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მელბურნელი თვითნასწავლი მზარეული, მსოფლიოში ცნობილი ექსპერტი კულინარიის სფეროში, ბილ გრეინჯერი, ლონდონის საავადმყოფოში შობის დღეს, 54 წლის ასაკში, გარდაიცვალა.
ბილ გრეინჯერის გარდაცვალების მიზეზი ოჯახის წევრებს მედიისთვის არ გაუსაჯაროებიათ.
30-წლიანი კარიერის განმავლობაში გრეინჯერმა 14 კულინარიული წიგნი გამოაქვეყნა, მრავალი სატელევიზიო კულინარიული შოუ წარმოადგინა და გახსნა ათზე მეტი რესტორანი მთელს მსოფლიოში.
ბილ გრეინჯერს პატივი მიაგო ცნობილმა სახეებმა, მათ შორის ავსტრალიელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა, Masterchef Australia-ის ყოფილმა ჟიურიმ მეთ პრესთონმა და კულინარიის ლეგენდამ ჯეიმი ოლივერმა.
გრეინჯერმა კარიერა 1993 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც მან ხელოვნების სკოლა დატოვა, რათა 23 წლის ასაკში, სიდნეიში თავისი პირველი რესტორანი გაეხსნა. კაფე Bills-ი ცნობილი გახდა მარტივი კერძებით, როგორიცაა ავოკადოს ტოსტი, რიკოტას ბლინები ვაფლის კარაქით და უმაღლესი ხარისხის ყავა. გრეინჯერმა ახალი კაფეები გახსნა იაპონიაში, კორეასა და ლონდონში, სადაც ასევე შექმნა ფილიალის ქსელი სახელწოდებით Granger & Co.
ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სფეროში შეტანილი წვლილისთვის გრეინჯერმა ავსტრალიის ერთ-ერთი მთავარი ჯილდო მიიღო.
ბილ გრეინჯერს დარჩა მეუღლე (რომელიც ასევე მისი ბიზნესპარტნიორი იყო) ნატალი ელიოტი და სამი ქალიშვილი, ედი, ინესი და ბანი.
0
0