04/11/2022
12:38
პოლიტიკა
ავაზაკთა გუნდის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო ნონა მამულაშვილი, რომელმაც თავი პარლამენტს მხოლოდ იმით დაამახსოვრა, რომ მაგიდებზე ირბინა - ასე შეაფასა, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილმა ნონა მამულაშვილის მიერ "ნაციონალური მოძრაობისა" და პარლამენტის დატოვების ფაქტი.
"თუკი მიგაჩნია, რომ შენი მუშაობით იოტისოდენა ღირსება ვერ შესძინე აქაურობას, მაშინ მართლა უნდა დატოვო აქაურობა. დღე არ გავა რომ ვინმე არ გაიქცეს "ნაციონალური მოძრაობიდან". ავაზაკთა გუნდის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო ნონა მამულაშვილი, რომელმაც თავისი თავი მეათე მოწვევის პარლამენტს მხოლოდ იმით დაამახსოვრა, რომ მაგიდებზე ირბინა. ეს არის მისი "ღვაწლი" ქართული პარლამენტარიზმის განვითარებაში. ასე რომ მაგიდაზე მორბენალი არც ქალები და აც კაცები ჩვენ არ გვჭირდება",- აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.
"ნაციონალურ მოძრაობას" გუნდის კიდევ ერთი წევრი ტოვებს. ნიკა ობოლაძის შემდეგ, პარტიიდან ნონა მამულაშვილი წავიდა.
0
0