ჩვენ აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია ჩვენს გერმანელ მეგობრებთან, რომ მომავალში ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც ბუნდესტაგში ზურაბ ადეიშვილის ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა.
„თუ მათ არ იციან ადეიშვილის ვინაობის და მისი დანაშაულების შესახებ, მაშინ ჩვენ ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით მათ და რომ ქართველი ხალხისთვის მიუღებელია მისი ნახვა გერმანიის ბუნდესტაგში, საპატიო სტუმრების ლოჟაში, თუნდაც უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურის შემადგენლობაში“, - აღნიშნა სამხარაძემ.
არსებული ინფორმაციით, საქართველოში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული და ბრალდებული, ყოფილი გენერალური პროკურორი - ზურაბ ადეიშვილი 24 თებერვალს გერმანიაში, ბუნდესტაგში იმყოფებოდა.
0
0