-share.jpg)
სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა NEWS.ru-ს განუცხადა, რომ აუცილებელია აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები.
მისი თქმით, საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებას და შესაძლებლობებს ამ ქვეყანაში რუსების მხარდაჭერის უზრუნველყოფას.
„უკრაინის საკითხზე საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციისა და რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული სანქციების ომისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, აუცილებელია აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ ჩვენს ქვეყნებს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები. საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს ჩვენი კონტაქტების გაფართოებას და შესაძლებლობების მხარდაჭერას საქართველოში ჩვენი მოქალაქეებისთვის“ - განაცხადა გავრილოვმა.
მისი თქმით, ურთიერთობების აღდგენა ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაზრდას და ტურიზმის განვითარებას.
„უნდა გაიზარდოს ავიაკომპანიების რაოდენობა, მათ შორის მეგობარი ქვეყნებიდან, რომლებიც განახორციელებენ გადაზიდვებს რუსეთსა და საქართველოს შორის“, - დასძინა დეპუტატმა.
0
0