
საბერძნეთში პოლიციის თანამშრომლებმა 25 წლის ქართველი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთი მეტროსადგურის მიმდებარედ გაჩერებული მანქანების ფანჯრის მინას ამტვრევდა და ნივთებს იპარავდა.
ქურდობის ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. ფაქტი შენიშნა ავტომობილის მფლობელმა, რომელმაც მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა. მანამდე მეტროსადგურის ტერიტორიაზე მსგავსი მეთოდით ჩადენილი ქურდობის კიდევ 6 ფაქტი დაფიქსირდა.
მედიის ცნობით, პოლიციელებმა მომხდარზე 25 წლის კაცი დააკავეს. მანქანის მფლობელმა კი მისი ამოცნობა შეძლო.
დაკავებულს მოპარული ნივთები თან ჰქონდა. ავტომობილის მინების გატეხვისა და ნივთების მოპარვის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. დაკავებული ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.
0
0