17/11/2023
14:51
მსოფლიო
ათენის კლინიკებში დასაქმებული 14 ქართველი ემიგრანტი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მათმა თანამემამულემ პოლიციაში დარეკა და სამართალდამცველებს შეატყობინა, რომ ისინი არალეგალურად მუშაობდნენ და ამით, სხვებს ართმევდნენ სამუშაო ადგილებს.
როგორც ემიგრანტები tv პირველს უყვებიან, პოლიციამ მათ ხელბორკილები დაადო და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა, სასამართლო პროცესზე კი ყველაფერი მათ სასარგებლოდ გადაწყდა და ისინი გაათავისუფლეს.
„არავის არ უკითხავს პასპორტი თუ გვქონდა, ჩაცმაც არ მაცალეს, დაგვადეს ხელბორკილები და 14 ქალი გამოგვიყვანეს... ეს ქართველი ქალბატონი, წინ მოუძღოდა პოლიციელებს“, - ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.
კიდევ ერთი დაკავებული აღნიშნავს, რომ მოსამართლემ თავად მომჩივანი გაამტყუნა.
„მიზეზი ის იყო, რომ ესენი მუშაობენ და ჩვენ ვერაო. სასამართლომ ძალიან კარგად ჩაიარა, რადგან მოსამართლემ პირიქით, ის გაამტყუნა, რომ ამხელა, 500 საწოლიან საავადმყოფოშიო როგორ დარჩით უმუშევარი, თუ 6 საათში ერთხელ ენაცვლებით ერთმანეთსო“, - ამბობს ემიგრანტი.
ქართველი ემიგრანტები აღნიშნულ საავადმყოფოში მოხუცებს უვლიან.
0
0