
ასტროლოგის, ვლად როსის განცხადებით, 2023 წელს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს ბოლო მოეღება - ის შესაძლოა, ზაფხულში ცოცხალი აღარ იყოს. 17-18 მარტს მისი სიკვდილის სახლში შავი მთვარე, რომელსაც ასევე ლილიტს ეძახიან, შევიდა.
„ამიტომ, უკვე ივლისში, ის შეიძლება მოკვდეს ცეცხლსასროლი იარაღით, ან შეიძლება დრონის დარტყმის შედეგად. სხვათა შორის, მან შეიძლება გაიმეოროს ის სიტუაცია, რაც ჰიტლერს ჰქონდა - თავი მოიწამლოს და მერე ვიღაცამ ტყვია შუბლში ესროლოს”- თქვა როსმა უკრაინულ სააგენტო UNIAN-თან ინტერვიუში.
მან აღნიშნა, რომ პუტინის გარდაცვალებისთანავე უკრაინაში ომი არ დასრულდება. მთავარი იქნება იმის გადაწყვეტა, თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს. თუ პროუკრაინული ადამიანია, მასობრივი დაბომბვა მეორე დღესვე შეწყდება და უკანონოდ ანექსირებული ყირიმი დაგვიბრუნდება.
მაგრამ თუ მსგავსი დიქტატორი დაიკავებს პუტინის ადგილს, ომი შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში „გაყინული“ იყოს.
0
0