30/07/2023
15:03
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე Astoria Grande-ს საქართველოს საზღვაო სივრცეში შემოსვლას ეხმაურება.
გურამ გურამიშვილი ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურისა და საზღვაო ტრანსპორტის სამსახურის მიერ მუდმივად მოწმდება, რომ ქვეყნის შიგნით არ მოხვდეს სანქცირებული სატრანსპორტო საშუალება, Astoria Grande კი სანქცირებულთა შორის არაა და საქართველოში ტურისტული მიზნით, დროებით იყო შემოსული.
„Astoria Grande, რომელიც საქართველოს წყლებში იმყოფებოდა, არ იმყოფება, რომელიმე ქვეყნის მიერ დაწესებულ სანქციებში და ახორციელებს თავისუფლად გადაადგილებას მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ქეისს, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება როგორიც ქვეყნისთვის არის ტურიზმი, არ შეიძლება მას მივუდგეთ შერჩევით სატრანსპორტო საშუალების მიხედვით. მხედველობაში მაქვს ის, როცა ტურისტებისთვის გზა ხსნილია საავტომობილო გზის მიმართულებით, ხსნილია ასევე საჰაერო მიმოსვლის კუთხით, აუცილებელია ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია მას საზღვაო მიმართულებითაც“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის, Astoria Grande-ს ბათუმში შემოსვლა ხვალ, 31 ივლისსაც იგეგმება. “ნაცმოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქცია უკვე დააანონსეს.
0
0
მიშა მაგარია! - მდინარაძე
27/11/2024