07/05/2023
12:30
სამართალი
3 დღის წინ გაუჩინარებულ 28 წლის მამაკაცს ასპინძაში ამ დრომდე ეძებენ. ის ვარძიის მიმდებარედ, ფერმაში მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, გიმზერ კაველიძე სამსახურში მიდიოდა, თუმცა მას შემდეგ რაც სამუშაო ადგილზე არ გამოცხადდა დამსაქმებლებმა და ოჯახმა ძებნა დაიწყეს.
ის ბოლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლმა ნახა, რომელმაც ის მდინარე მტკვრის სიახლოვეს საბაგიროსთან მიიყვანა, სწორედ ამის შემდგე წყდება გიმზერ კაველიძის კვალი. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ის მდინარეში ჩავარდა და სამძებრო ოპერაციაც ამ მიმართულებით მუშაობს.
ოჯახის ინფორმაციით, 2 დღის წინ ასპინძაში თბილისიდან მყვინთავები, მაშველები ჩავიდნენ და დაიწყეს სამძებრო სამუშაოები.
“ჩემი ძმა გავიდა, ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერმაა და უნდა წასულიყო. იქ უნდა შეეცვალა სხვა ადამიანი, რომელიც ელოდებოდა, მაგრამ არ მივიდა. რომ ვურეკავდით ტელეფონზე არ გადიოდა, დაბლოკილი იყო, ანუ არც გამორთულს აჩვენებდა, საერთოდ არ გადიოდა. 3 სოფლის მოსახლეობა ვართ გამოსული, 5-6 კაციანი ჯგუფები და ვეძებთ. ვერსია არის, რომ მტკვარზე გადასასვლელი არის საბაგირო კალათა ტროსით, სავარაუდოდ, კალათა ვერ გამოიყენა, ტროსით გავიდა და ჩავარდა ადიდებულ მდინარეში”,- აცხადებს დაკარგულის და.
0
0