21/12/2021
21:44
პოლიტიკა
„მომიტინგეებმა პრეზიდენტი აქციაზე მიიწვიეს და სიტყვით გამოსვლა მოსთხოვეს. ბჟანიამ უპასუხა, რომ მას არ შეუძლია იმ ბრძანების დარღვევა, რომელიც თავად გამოსცა. განკარგულება კორონავირუსთან დაკავშირებით შემაკავებელი ზომების კონტექსტში სხვადასხვა არასანქცირებული აქციების ჩატარების დაუშვებლობას ეხება. მან თქვა, რომ რამდენიმე დღეში, როდესაც ვითარება დაწყნარდება, ოპოზიციასთან მოსალაპარაკებლად და ყველა საკითხის განსახილველად მზად იქნება“, - განაცხადა ლოგუამ.
21 დეკემბერს, სოხუმში ოპოზიციამ არასანქცირებული აქცია გამართა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის დელეგატები პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ დაბრუნდნენ და შედეგების შესახებ ისაუბრეს, მომიტინგეები პარლამენტთან მივიდნენ და კორდონის გარღვევას შეეცადნენ. მათ კორდონისთვის გამოყენებული 2 ავტობუსი გადაადგილეს.
ამჟამად, ვითარება კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ხელმეორედ ცდილობენ. რამდენიმე ახალგაზრდამ ავტობუსი გაიტაცა და მისი მეშვეობით პარლამენტში შეღწევას ცდილობს.
0
0