16/03/2023
13:18
მსოფლიო
აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სოციალური ქსელის, TikTok-ის ჩინელი მფლობელებისგან ითხოვს, მიყიდონ თავიანთი აქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკაცია შესაძლოა ქვეყანაში აიკრძალოს. ამის შესახებ Wall Street Journal სიტუაციის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით წერს.
აშშ-ს ადმინისტრაცია TikTok-ს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ განიხილავს. მარტის დასაწყისში, კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, ქვეყანაში ამ სოციალური ქსელის ფუნქციონირებაზე აკრძალვა დააწესოს.
„ბაიდენის ადმინისტრაცია ითხოვს TikTok-ის ჩინელმა მფლობელებმა გაყიდონ თავიანთი წილები ან იმუქრებიან, რომ ამერიკაში აპლიკაცია აიკრძალება... აშშ-ის საგარეო ინვესტიციების კომიტეტმა მოთხოვნა გაყიდვაზე ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა“ - წერს გაზეთი უსახელო წყაროებზე დაყრდნობით.
0
0