15/11/2024
11:04
მსოფლიო
აშშ-ის ორმა ფედერალურმა მოსამართლემ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმში ბრალდებულების სასამართლო პროცესები გადადოს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
პროცესების გადადების ძირითად მიზეზად დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სახელდება.
გამოცემის მტკიცებით, იუსტიციის დეპარტამენტის წინააღმდეგობის მიუხედავად, საოლქო მოსამართლეებმა კარლ ნიკოლსმა და რუდოლფ კონტრერასმა განაცხადეს, რომ მათ სასამართლოს რესურსების დაზოგვა სურთ და არ უნდათ ხსენებულ საქმეზე ათეულობით ნაფიცი მსაჯულის მოწვევა, ვინაიდან არ არის გამორიცხული, რომ საქმის განხილვა ისედაც გადაიდოს ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც 2025 წლის 20 იანვარს არის დაგეგმილი.
საქმეში ერთ-ერთი მოპასუხე უილიამ პოუპი სასამართლოს წინაშე დეკემბერში უნდა წარმდგარიყო. მოსამართლე კონტრერასმა თარიღი თებერვლამდე გადაწია.
ხოლო მოსამართლე ნიკოლსმა უარი განაცხადა 6 იანვარს კაპიტოლიუმში უკანონოდ შეღწევაში ბრალდებულების სასამართლოს მორიგი სხდომა ჩაენიშნა. მან პროკურორებს ჰკითხა, ელიან თუ არა ისინი იმას, რომ მას შემდეგ, რაც ტრამპი იუსტიციის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს დანიშნავს, სასამართლო პროცესები გაგრძელდება?
როცა ერთ-ერთმა პროკურორმა ამის დადასტურება ვერ შეძლო, ნიკოლსმა გადაწყვიტა მომდევნო სასამართლო სხდომის თარიღად აპრილი დაესახელებინა.
0
0