
აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 2400-ზე მეტი მომიტინგე დაიღუპა.
მათივე ცნობით, დაპირისპირების დროს ასევე დაიღუპა ათობით სამართალდამცავი და საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე დაღუპულთა რიცხვმა 2570-ს გადააჭარბა.
HRANA-ს ცნობით, დემონსტრაციების დროს დაღუპულია 18 წლამდე ასაკის, სულ მცირე, 12 პირი.
ამასთან, როგორც BBC ინტერნეტის მონიტორინგის ჯგუფ NetBlocks-ზე დაყრდნობით წერს, უკვე 132 საათზე მეტია, რაც ირანის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ინტერნეტზე წვდომა შეზღუდული აქვს.
ცნობისთვის, დაღუპულების შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს „სიბიეს ნიუსი“. როგორც მედიასაშუალება წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 12 ათასია და შესაძლოა, 20 ათასსაც აღწევდეს. ირანში საპროტესტო აქციები 17 დღეა გრძელდება.
0
0