11/04/2023
13:26
მსოფლიო
ამერიკის პოლიციამ განაცხადა, რომ 78 წლის ქალი, რომელსაც წარსულში ორჯერაა ნასამართლევი ბანკის ძარცვის გამო, ისევ დააკავეს მესამე შემთხვევისთვის მისურის შტატში.
ბონი გუჩი შევიდა Goppert Financial Bank-ში და თანამშრომელს ნაღდი ფული მოსთხოვა. მან ასევე დატოვა ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია: "გმადლობთ, ბოდიში, არ მინდოდა შენი შეშინება".
სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ქალს ძარცვის დროს ეკეთა პირბადე, შავი სათვალე და რეზინის ხელთათმანები, მან თანამშრომელს მისცა ჩანაწერი, რომელზეც ეწერა: "მე მჭირდება 13,000 პატარა კუპიურა".
სათვალთვალო კამერის ჩანაწერის მიხედვით, ქალი ერთ მომენტში ურტყამს დახლს და ავალდებულებს თანამშრომელს უფრო სწრაფად მისცეს ფული. პროკურორებმა განაცხადეს, რომ პოლიციამ ქალი მისივე მანქანაში ნახა, იატაკზე დაყრილი ნაღდი ფულით და სავარაუდოდ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ.
პოლიციის უფროსმა თქვა, რომ თავიდან არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ სწორ ადამიანს აკავებდნენ.
ბონი გუჩი პირველად 1977 წელს, მეორედ კი 2020 წელს გაასამართლეს.
0
0