04/01/2025
12:06
მსოფლიო
უახლოებს საათებში აშშ-ს ზამთრის შტორმი „ბლერი“ დაატყდება თავს, რომელიც ორშაბათამდე გასტანს, - იუწყება TIME-ი.
თოვლი, ყინვა, ცუდი ხილვადობა - სინოპტიკოსების თქმით, ახალი წლის პირველი თვე აშშ-ის 40 შტატში 250 მილიონი ადამიანისთვის რთული იქნება.
ზამთრის შტორმი „ბლერი“ არქტიკული აფეთქების შედეგია. სინოპტიკოსების თქმით, აშშ-ის მოსახლეობა (განსაკუთრებით კანზას-სიტი, სენტ-ლუისი და უიჩიტო) ამ ატმოსფერულ აქტივობას მკვეთრად იგრძნობს.
კვირას ზამთრის შტორმი გავრცელდება უკვე აღმოსავლეთ ნაწილში დასავლეთ ვირჯინიამდე და ოკლაჰომამდე, რომელიც სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ზამთრის შტორმის ქვეშ მოექცევიან ასევე ცინცინათი, ბალტიმორი, ფილადელფია, ჩარლსტონი, სამხრეთ კაროლინა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმი კვირის დასაწყისში შესუსტდება, თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ზოგიერთ ადგილას ის შეიძლება თვის მეორე ნახევრამდე გაგრძელდეს.
0
0