
აშშ-ს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ადანადან დიპლომატები გაჰყავს.
შესაბამისი განცხადება საკონსულოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც შეტყობინებაშია ნათქვამი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უსაფრთხოების მიზნით საკონსულოს დატოვებისკენ მოუწოდებს ქალაქ ადანაში მდებარე საკონსულოს თანამშრომლების ნაწილს, მათ, ვისაც გადაუდებელი დავალებების შესრულება არ უწევთ, ასევე, ამერიკელი დიპლომატების ოჯახის წევრებს.
ამასთან, ადანას საკონსულო აჩერებს ფუნქციონირებას და აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებენ, დახმარებისთვის მიმართონ ანკარაში მდებარე საელჩოს ან სტამბოლში მდებარე საკონსულოს.
ამავე განცხადებაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, დატოვონ ტერიტორია.
ცნობისთვის, ქალაქ ადანას სიახლოვეს ინჯირლიკის ავიაბაზა მდებარეობს.
0
0