ამერიკელ ოფიციალურ პირებს სურთ, დაუკავშირდნენ უკრაინელ კოლეგებს, რათა გაარკვიონ, რა ხდება რუსეთის კურსკის ოლქში. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, წერს Bloomberg-ი.
აშშ-ის ოფიციალური პირები „დაუკავშირდებიან ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, რათა უკეთ გაიგონ“ კურსკის ოლქში არსებული სიტუაცია, - აღნიშნა მან.
ამასთან, კირბიმ განაცხადა, რომ „საზღვრის მიღმა გარდაუვალი საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად“ ამერიკული იარაღის გამოყენების თაობაზე აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვლილა.
ინფორმაციისთვის, 6 აგვისტოს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინელმა დივერსანტებმა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს.
7 აგვისტოს რუსმა პროპაგანდისტებმა და ე.წ. „სამხედრო კორესპონდენტებმა“ განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები სასაზღვრო ზონაში იმყოფებიან.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კურსკის ოლქზე შეტევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის მხრიდან მასშტაბური პროვოკაციაა.
კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებზე უკრაინულ მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
0
0