
CBS-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დამატებით სანქციებს აწესებს რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებზე, რაც კიდევ უფრო შეზღუდავს სანქცირებული რუსული ბანკების წვდომას აშშ-ის საგადასახადო სისტემებზე.
,,ნავთობისა და გაზის სექტორებზე დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდა. ასევე ბანკები ვეღარ შეძლებენ აშშ-ის საგადასახადო სისტემებზე წვდომას ძირითადი ენერგეტიკული ტრანზაქციების განსახორციელებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპულ ქვეყნებს და აშშ-ის მოკავშირეებს რუსული ნავთობის შეძენას გაურთულებს, შესაბამისად, მისი გლობალური მიწოდება შეიზღუდება. შესაძლოა ბარელის ფასი 5 დოლარით გაიზარდოს. სანქციების გამკაცრება მოლაპარაკების ტაქტიკაა [უკრაინაში] სამხედრო კონფლიქტის დასასრულებლად", - წერს CBS-ი.
0
0
მოლდოვის სახელმწიფო ვალი ახალ რეკორდს აღწევს
02/12/2025