
„რუსეთი, მიმდინარე ზაფხულს, კარიბის ზღვის რეგიონში სამხედრო გემების გაგზავნას გეგმავს საზღვაო წვრთნების ფარგლებში, რომლებიც, სავარაუდოდ, კუბის პორტებს მოიცავს. გემები შესაძლოა ვენესუელაში შეჩერდეს. შეერთებული შტატები არ თვლის, რომ რუსული საზღვაო წვრთნები, შედარებით მცირე რაოდენობის გემებისა და თვითმფრინავების მონაწილეობით, საშიშია, თუმცა აშშ-ის საზღვაო ძალები წვრთნებს მონიტორინგს გაუწევს,“ - განუცხადა Reuters-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
როგორც ცნობილია, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დაძაბულობა 2022 წელს უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ გამწვავდა. ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, რუსეთის სამხედრო-საზღვაო აქტივობა უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის გამო გაიზარდა.
„ამ ნაბიჯით რუსეთი გვაჩვენებს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია გლობალური ძალაუფლების გარკვეული დონის პროექცია. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია კაპიტოლიუმში შესაბამის კანონმდებლებს მიაწოდეს. ველით, რომ, რეგულარული სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ამ ზაფხულს რუსეთი შეერთებულ შტატებთან ახლოს სამხედრო საზღვაო და საჰაერო მოქმედებებს გააძლიერებს. ეს აქტივობები გლობალური რუსული საზღვაო წვრთნებით 2024 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
ბაიდენის ადმინისტრაცია ამ სამხედრო განლაგებას საგანგაშოდ არ მიიჩნევს, რადგან 2013-2020 წლებში რუსეთი ყოველწლიურად გზავნიდა გემებს დასავლეთ ნახევარსფეროში. თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს მზადყოფნა და დაძველებული ფლოტი მოაბილიზოს”, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისიდან
07/05/2026