08/12/2022
22:35
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ფინეთი და შვედეთი მზად არიან შეუერთდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რასაც თურქეთი კვლავ ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ ბლინკენმა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ტობიას ბილსტრომთან და პეკა ჰაავისტოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბლინკენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთსა და შვედეთს ნატოსთან საერთო ღირებულებები აქვთ - ურყევი ვალდებულება დემოკრატიისადმი, წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი, ადამიანის უფლებების პატივისცემა და ადამიანის ღირსება.
"იმედი მაქვს, რომ ნატო მალე მიიღებს ფინეთს და შვედეთს. მადრიდში ნატოს სამიტის შემდეგ ორივე ქვეყანამ მიიღო კონკრეტული ზომები, რათა შეასრულოს ვალდებულებები, მათ შორის ჩვენი მოკავშირე თურქეთის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით" - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
0
0