10/01/2025
21:09
მსოფლიო
აშშ-მა 25 მილიონამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ნიკოლას მადუროს დაპატიმრების შეუწყობს ხელს. ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ხელისუფლებამ მადუროს ინაუგურაციის დღეს გამოაცხადა.
ამას გარდა, აშშ-მა ასევე დააწესა ფულადი ჯილდო ინფორმაციისთვის ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრის, დიოსდადო კაბელიოსა და თავდაცვის მინისტრის, ვლადიმირ პადრინოს დასაკავებლად.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები ივლისში ჩატარდა, რომელშიც გამარჯვებულად საარჩევნო ადმინისტრაციამ ნიკოლას ამდურო გამოაცხადა. ოპოზიცია ნიკოლას მადუროს გამარჯვებას არ აღიარებს და არჩევნებში გამარჯვებულად თავის კანდიდატს, ედმუნდო გონსალესს მიიჩნევს.
არჩევნების შედეგები არ აღიარეს აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ლათინური ამერიკის ზოგიერთმა ქვეყანამ. არჩევნების შემდეგ ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, რა დროსაც ასობით ადამიანი დააპატიმრეს.
10 იანვარს ნიკოლას მადუროს ინაუგურაციის დღეს გაერთიანებულმა სამეფომ 15 ვენესუელელ მაღალჩინოსანს, მათ შორის, მოსამართლეებს, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებსა და სამხედრო მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. ხელისუფლების განცხადებით, სანქცირებული პირები პასუხისმგებელი არიან ვენესუელაში დემოკრატიისთვისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრაზე და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა, დევიდ ლემიმ მადუროს რეჟიმს „თაღლითური“ უწოდა.
0
0