
ნატოს სამიტზე მსოფლიო ლიდერებისადმი მიმართვისას, გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნატოს მე-5 მუხლისადმი ურყევი ერთგულება, რომლის მიხედვითაც, ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმაა, „ძლიერი გზავნილია“.
„ამ შეხვედრაზე, ჩვენ მივიღებთ ისტორიულ და ტრანსფორმაციულ გადაწყვეტილებებს, რათა ჩვენი ხალხი უფრო უსაფრთხო გავხადოთ უფრო ძლიერი, სამართლიანი და გავლენიანი ნატოს მეშვეობით. თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდაც სწორედ ამას ითვალისწინებს.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, აშშ ვალდებულების ძალიან მძიმე ტვირთს ატარებს. დღეს ეს პოზიცია იცვლება. ძვირფასო დონალდ, თქვენ გახადეთ ეს ცვლილება შესაძლებელი. ამ საკითხში თქვენი ძალისხმევისა და ლიდერობის წყალობით, ევროპელმა მოკავშირეებმა 2016 წლიდან თავდაცვაზე 1 ტრილიონი დოლარით მეტი დახარჯეს, ვიდრე სხვა შემთხვევაში დახარჯავდნენ,’’ - თქვა რუტემ.
0
0