
BBC-ის ინფორმაციით, აშშ-მა და კანადამ თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რაც არაოფიციალური სასაზღვრო პუნქტებიდან მიგრანტების უკან გაბრუნებას ითვალისწინებს.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო პაქტის შესახებ დღეს ბაიდენის ოტავაში ვიზიტის დროს განცხადებას გააკეთებენ.
შეთანხმება, სავარაუდოდ, საზღვრის ორივე მხარეს ოფიციალურ პირებს საშუალებას მისცემთ უკან დააბრუნონ თავშესაფრის მაძიებლები.
ამერიკულმა მხარემ ასევე კანადიდან მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთის შემთხვევების ზრდა დააფიქსირა.
აღნიშნული შეთანმხების მიზანი ნიუ-იორკის შტატსა და კვებეკის პროვინციას შორის მდებარე არაოფიციალურ გადასასვლელზე, Roxham Road-ზე, მიგრანტების ნაკადის შეზღუდვაა.
“შეთანხმების ფარგლებში, კანადა შეიმუშავებს ლტოლვილთა ახალ პროგრამას 15,000 (დევნასა და ძალადობას გამოქცეული) მიგრანტისთვის, რომლებსაც სურთ თავი სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკას შეაფარონ, - განუცხადეს ანონიმურმა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა CBS News-ს, BBC-ის ამერიკულ პარტნიორს.
0
0