11/10/2021
11:33
კონფლიქტები
ყატარში გამართული მოლაპარაკებები შეეხო ექსტრემისტული დაჯგუფების მოქმედებების შეჩერებას, აშშ-ის მოქალაქეების ევაკუაციასა და ჰუმანიტარულ დახმარებას.
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, დაჯგუფება განისჯება არა მხოლოდ მისი სიტყვების, არამედ ქმედებების შესაბამისად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, თალიბებთან გამართული მოლაპარაკებები "გულწრფელი და პროფესიონალური" იყო.
კვირას ღამით გავრცელებულ განცხადებაში „თალიბანი“ ირწმუნება, რომ აშშ ავღანელებს ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფს.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა თქვა, რომ მხარეებმა განიხილეს "უშუალოდ ავღანელი ხალხისთვის სტაბილური ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხი".
„ამერიკის დელეგაციის წარმომადგენლები ფოკუსირებულნი იყვნენ უსაფრთხოებასა და ტერორიზმის პრობლემებზე, ავღანეთიდან აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გასასვლელის უზრუნველყოფაზე, ასევე ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, ავღანეთის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში ქალთა ჩართულობაზე,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
„თალიბანმა“ ხორასანის პროვინციაში „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით ვაშინგტონთან თანამშრომლობა გამორიცხა.
„თალიბანის“ წარმომადგენელმა ყატარში, სუჰაილ შაჰინმა, Associated Press-ს განუცხადა, რომ რეჟიმს "დაეშთან დამოუკიდებლად გამკლავება შეუძლია.“
პარასკევს, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრმა ჩრდილოეთ ავღანეთის ქალაქ კუნდუზში მდებარე მეჩეთზე ტერაქტი განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა. ასევე, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა საიდ აბადის მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად.
https://www.bbc.com/news/world-europe-58866161
0
0