
შეერთებული შტატები თურქეთს ემუქრება შედეგებით, თუ ის არ შეზღუდავს რიგი ამერიკული საქონლის რუსეთში ექსპორტს. ”ჩვენ გვჭირდება, რომ თურქეთი დაგვეხმაროს შეაჩეროს” ამერიკული ტექნოლოგიების ნაკადი რუსეთში“ - განუცხადა ვაჭრობის მდივნის თანაშემწემ მეთიუ აქსელროდმა Financial Times-ს.
”ჩვენ უნდა დავინახოთ პროგრესი თურქეთის ხელისუფლებისა და ინდუსტრიის მხრიდან და რაც შეიძლება, სწრაფად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა არჩევანი არ გვექნება, გარდა იმისა, რომ დავაკისროთ შედეგები მათ, ვინც თავს არიდებს ჩვენი ექსპორტის კონტროლს,” - თქვა აქსელროდმა.
გაზეთის ცნობით, აქსელროდი ცოტა ხნის წინ ანკარაში თურქ კოლეგებს შეხვდა. როგორც წყარო აღნიშნავს, მინისტრის თანაშემწემ აღნიშნა, რომ თურქეთმა უფრო გულმოდგინედ უნდა იმუშაოს, რათა შეზღუდოს ვაჭრობა ამერიკული მიკროსქემებით და სხვა პროდუქციით, რომლებსაც, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაცია უკრაინასთან კონფლიქტის დროს გამოიყენებს.
აქსელროდმა დასძინა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ უნდა დააწესოს აკრძალვა შეერთებული შტატებიდან რუსეთში საქონლის გადაზიდვაზე.
0
0