25/05/2023
12:34
მსოფლიო
New York Times-ის ცნობით, აშშ-ის სადაზვერვო უწყებები თვლიან, რომ მაისში, კრემლზე დრონით თავდასხმა, სავარაუდოდ, უკრაინელი ჯაშუშების ან სამხედრო დაზვერვის მიერ იყო მოწყობილი.
„თავდასხმა, როგორც ჩანს, ფარული ოპერაციების სერიის ნაწილი იყო, რამაც აშშ-ში - უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის უმსხვილეს მიმწოდებელ ქვეყანაში - ოფიციალური პირები არაკომფორტულ ვითარებაში ჩააყენა.
მაისის დასაწყისში მომხდარი აფეთქების კადრებში ჩანს, როგორ ამოდის კვამლი კრემლის თავზე. აშშ-ის შეფასება რუსულ და უკრაინულ საკომუნიკაციო წყაროებს ეფუძნება. უკრაინელი ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი მათი ქვეყანა იყო, ხოლო რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ ეს არ იყო რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ. ცრუ დროშის ოპერაცია.
როგორც აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, მათ არ სჯერათ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელს აწერს ყველა ფარულ ოპერაციას. მათი თქმით, გაურკვეველია, რამდენად არის ის წინასწარ ინფორმირებული ასეთი ოპერაციების შესახებ,“ - წერს New York Times-ი.
0
0