აშშ-ის უნივერსიტეტებში, პალესტინის მხარდამჭერ აქციებზე ათობით მომიტინგე დააკავეს
25/04/2024
10:50
მსოფლიო
A-
+A
პოლიციამ აშშ-ის უნივერსიტეტებში მიმდინარე პალესტინის მხარდამჭერ აქციებზე ათობით მომიტინგე დააკავა.
მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სულ მცირე 34 ადამიანი ოსტინში, ტეხასის უნივერსიტეტში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს, მინიმუმ 50 კი - სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.
დაკავებები აშშ-ის მასშტაბით კამპუსებში მიმდინარე დემონსტრაციების ტალღის ფონზე განხორციელდა, რომელიც გასულ კვირას დაიწყო მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბანაკები მოაწყვეს და უნივერსიტეტს მოუწოდეს, ისრაელთან დაკავშირებული იარაღის მწარმოებლებისგან დისტანცირება მოეხდინათ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პრესსპიკერი, მაიკ ჯონსონი კოლუმბიის უნივერსიტეტს ეწვია და უნივერსიტეტის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა.
0
0
59
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%