15/03/2023
00:54
მსოფლიო
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობა, შავი ზღვის თავზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
მათი ინფორმაციით, „ორმა რუსულმა სუ-27 თვითმფრინავმა განახორციელა სახიფათო და არაპროფესიონალური მანევრი აშშ-ის საჰაერო ძალების MQ-9 უპილოტო თვითმფრინავზე სადაზვერვო მისიაზე ყოფნისას, რომელიც დღეს შავი ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა".
"დაახლოებით დილის 7:03 საათზე (CET), ერთ-ერთი რუსული სუ-27 თვითმფრინავი დაეჯახა MQ-9-ის პროპელერს, რის შედეგადაც აშშ-ის ძალებმა საერთაშორისო წყლებში MQ-9 ჩამოაგდეს. შეჯახებამდე რამდენჯერმე სუ-27-ებმა საწვავის გაშვება დააინიცირა და MQ-9-ების წინ დაუფიქრებლად, არაკეთილსინდისიერად და არაპროფესიონალურად ჩაიფრინა. ეს ინციდენტი საშიში და არაპროფესიულობის გარდა კომპეტენციის ნაკლებობის დემონსტრირებაცაა. ჩვენი MQ-9 თვითმფრინავი ახორციელებდა რუტინულ ოპერაციებს საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, „ფაქტობრივად, რუსების ამ სახიფათო და არაპროფესიონალურმა ქმედებამ კინაღამ გამოიწვია ორივე თვითმფრინავის ჩამოვარდნა“ - დასძინა ჰეკერმა.
0
0