25/01/2025
22:40
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა კრისტი ნოემი საშინაო უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა.
კრისტი ნოემის კანდიდატურას მხარი 59-მა სენატორმა დაუჭირა, 34 წინააღმდეგი იყო.
„უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები უკანონო ტრეფიკინგისა და იმიგრაციისგან. უნდა დავიცვათ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რათა დავრწმუნდეთ, რომ დაცული ვართ კიბერთავდასხმებისგან, ვუპასუხოთ სტიქიურ უბედურებებს და ასევე დავიცვათ ქვეყანა ტერორიზმისგან“, – განაცხადა ნოემმა.
მისი თქმით, საზღვრის უსაფრთხოება „უმთავრესი პრიორიტეტია“.
დემოკრატების კითხვის საპასუხოდ, კრისტი ნოემმა პირობა დადო, რომ მისი ხელმძღვანელობის პირობებში „არ იქნება პოლიტიკური მიკერძოება“.
კრისტი ნოემი 2019 წლიდან სამხრეთ დაკოტას გუბერნატორი იყო. ახლა ის უხელმძღვანელებს აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს, რომელიც აკონტროლებს ქვეყნის საბაჟოსა და საზღვრის დაცვას, საგანგებო სიტუაციების მართვისა და ფედერალურ სააგენტოებს, აგრეთვე აშშ-ის საიდუმლო სამსახურს.
0
0