წამყვან ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, შეიძლება დაემუქროთ სანქციები ახალი ორპარტიული კანონპროექტის პირობებში, რომელსაც ორი ამერიკელი სენატორი წარადგენს.
დოკუმენტის თანახმად, რომელსაც გამოცემა POLITICO გაეცნო, ნიუ-ჰემფშირის „დემოკრატი“ ჯინ შაჰინი და „რესპუბლიკელი“ აიდაჰოდან ჯიმ რიში ხუთშაბათს გვიან გამოაცხადებენ „ქართველი ხალხის აქტს“.
„ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც საქართველოს პარლამენტი ემზადება რუსული სტილის საკამათო კანონზე "უცხოელი აგენტების შესახებ" საბოლოო კენჭისყრისთვის, რომელიც ევროკავშირის გაფრთხილების მიხედვით, ძირს გამოუთხრის კანდიდატი ქვეყნის იმედებს ბლოკში გაწევრიანების შესახებ.
აშშ-ის კანონპროექტი დააწესებს მოგზაურობის აკრძალვას და სხვა სანქციებს ქართველი პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც ბრალი ედებათ "საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ხელის შეშლაში" და დგანან "კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უცხოელი აგენტების აქტის მიღების ხელშეწყობის ან მონაწილეობის მცდელობებს" უკან.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის სამუდამოდ შეჩერებას, რომლის დროსაც ორმა ქვეყანამ ერთად იმუშავა უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებზე.
ორპარტიული კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ მმართველი პარტიის - „ქართული ოცნებისა“ და სხვა ოფიციალური პირებისადმი, არამედ ითვალისწინებს გამოიყოს, მინიმუმ, 50 მილიონი დოლარი „საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად“, ასევე აინიცირებს გამოძიების დაწყებას ქვეყანაში „უცხოური მავნებლური გავლენის“ შესახებ - ნათქვამია POLITICO-ს ახალ სტატიაში.
0
0