16/05/2023
09:47
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მნიშვნელოვან პროცესად მიიჩნევს უკრაინელი მფრინავების მომზადების შესახებ უკრაინის მეგობარი ქვეყნების განზრახვას. ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა.
„ეს მნიშვნელოვანი პროცესია იმის გამო, რომ ალიანსი, რიგი ქვეყნები, მნიშვნელოვან თავდაცვით დახმარებას გაუწევენ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს“, - განაცხადა მან.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიზანია ყველაფერი გააკეთონ ერთად, რათა უკრაინას ჰქონდეს საშუალება დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი დათანხმდა უკრაინელი მფრინავების მომზადების დაწყებას.
გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ საფრანგეთი მზად არის მფრინავები მოამზადოს.
0
0