-share.jpg)
ირანის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სარაკეტო თავდასხმები აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განახორციელეს, რასაც ამერიკულმა მხარემაც უპასუხა.
ამის შესახებ პენტაგონის სპიკერი პატრიკ რაიდერი აცხადებს.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ორი თავდასხმა მოხდა. გუშინ დილით, ბოევიკებმა სულ მცირე 10 რაკეტა გაისროლეს.
აშშ-ში ვარაუდობენ, რომ ეს თავდასხმა ირანის რევოლუციური გვარდიის მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა განახორციელეს.
„თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, არც ტექნიკა და არც კონსტრუქციები არ დაზიანებულა“, - განაცხადა რაიდერმა.
ერთ-ერთი რაკეტა ამერიკული ბაზიდან სამი მილის მანძილზე ჩამოვარდა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაზიანდა კორპუსი და დაშავდა ორი ქალი და ორი ბავშვი.
რაიდერის ცნობით, ხუთშაბათს განხორციელებულმა დარტყმამ კი ამერიკელი კონტრაქტორი შეიწირა, ხოლო დაშავდა ექვსი ადამიანი. მათ შორის ხუთი ამერიკელი სამხედრო.
ამის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს ბოევიკებზე.
"ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი დარტყმების შედეგების შეფასებას. პირველი ნიშნები მიუთითებს, რომ ობიექტები განადგურებულია. მე არ ვისაუბრებ პოტენციურ სამომავლო ოპერაციებზე, გარდა იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის ვიტოვებთ ადეკვატური პასუხის უფლებას”, - აღნიშნა რაიდერმა.
0
0