
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციებმა ,,კონსტრუქციული’’ დისკუსიის დროს დიპლომატიური მისიების მუშაობის სტაბილიზაციის მიმართულებით პირველი ნაბიჯები განსაზღვრეს.
,,შეერთებულმა შტატებმა ხაზი გაუსვა ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ასევე მოსკოვში აშშ-ის საელჩოს პერსონალის სტაბილური და მდგრადი დონის შენარჩუნების აუცილებლობას.
ამერიკის დელეგაციას ხელმძღვანელობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთსა და ცენტრალურ ევროპაში სონატა კულტერი, ხოლო რუსეთის დელეგაციას - საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილო-ატლანტიკური დეპარტამენტის დირექტორი, ელჩი ალექსანდრე დარჩიევი“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
როგორც ცნობილია, 27 თებერვალს, სტამბოლში, რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც ექვს საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მოლაპარაკებები ორი ქვეყნის საელჩოს მუშაობის საკითხს შეეხო.
0
0