
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სტამბოლში რუსეთის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, კონსტრუქციული საუბრის საშუალებით, მხარეებმა განსაზღვრეს კონკრეტული საწყისი ნაბიჯები ორივე ქვეყნის დიპლომატიური მისიების მუშაობის სტაბილიზაციისთვის.
აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობდა რუსეთისა და ცენტრალური ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოულტერი, რუსეთის დელეგაციას კი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ატლანტიკური დეპარტამენტის დირექტორი, ელჩი ალექსანდრე დარჩიევი.
„შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოთქვა საბანკო და საკონტრაქტო სერვისებზე წვდომის შესახებ, ასევე მოსკოვში აშშ-ის საელჩოს სტაბილური და მდგრადი პერსონალის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეები უახლოეს მომავალში შემდეგ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. დრო, თარიღი, ადგილი და მონაწილეთა შემადგენლობა მოგვიანებით განისაზღვრება.
0
0