
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, „როსნეფტსა“ და „ლუკოილისთვის“ დაწესებული სანქციები უკვე ამცირებს რუსული ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის სამსახურმა (OFAC) გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 22 ოქტომბერს გამოცხადებული სანქციების საწყისი ბაზრის ანალიზი აჩვენებს, რომ ისინი „აღწევენ მიზანს რუსული შემოსავლების შემცირების თვალსაზრისით, რუსული ნავთობის ფასის შემცირებით და შესაბამისად, ქვეყნის შესაძლებლობის შეზღუდვით, დააფინანსოს საომარი მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ“.
OFAC-ის ანალიზმა აჩვენა, რომ რუსული ნავთობის რამდენიმე ძირითადი სახეობა წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ ფასად იყიდებოდა. კერძოდ, ნოვოროსიისკში დატვირთული „ურალის“ ნავთობის საორიენტაციო ფასი 12 ნოემბერს ბარელზე 45,35 აშშ დოლარი იყო, რაც 2023 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
21 ნოემბერს არის ბოლო ვადა, როდესაც კომპანიებმა უნდა შეწყვიტონ ურთიერთობა „როსნეფტთან“ და „ლუკოილთან“.
ცნობისთვის, 22 ოქტომბერს აშშ-მა რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა და „ლუკოულის“, ასევე მათი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
0
0
Met Gala-ს შემდეგი მეჯლისის თემა დასახელდა
18/11/2025