16/05/2023
01:15
მსოფლიო
აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა ალასკას მახლობლად 6 რუსული თვითმფრინავი შეაჩერეს, - ინფორმაციას უცხოური მედია ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსურ თავდაცვის სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ რუსული თვითმფრინავი Tu-95 ბომბდამშენი, IL-78 ტანკერი და Su-35 გამანადგურებელი თვითმფრინავი იყო.
"რუსული თვითმფრინავი დარჩა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში და არ შეაღწია ამერიკის ან კანადის სუვერენულ საჰაერო სივრცეში. ეს ფრენები განხორციელდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის რამდენიმე დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ალასკაში მიმდინარეობს. რუსეთის აქტივობა ჩრდილოეთ ამერიკის ADIZ-ში რეგულარულად ხდება და არ განიხილება, როგორც საფრთხე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უწყების ცნობით, ისინი ყოველწლიურად აკვირდებაიან ADIZ-ში რუსული სამხედრო თვითმფრინავების საშუალოდ ექვს-შვიდ შეჩერებას.
0
0