-share.jpg)
ისრაელისთვის გაწეული აშშ-ის მხარდაჭერა ხელს უშლის ღაზის სექტორში გენოციდის შეჩერებას, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სხვებისთვის თავშეკავებისკენ მოწოდების ნაცვლად, აშშ-მა უნდა აიძულოს ისრაელის რეჟიმი, შეწყვიტოს ომი.
ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, ვაშინგტონი უნდა ეცადოს, თავი დააღწიოს სიონისტური რეჟიმის მახეს, რათა ის პირდაპირ კონფლიქტში ჩაერთოს.
„ომი არ არის გამოსავალი, უსაფრთხოება ვერ მიიღწევა ძალის გამოყენებით და ღაზაში გენოციდის ჩადენით. ღაზასა და დასავლეთ ნაპირზე მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა არ შეიძლება გაგრძელდეს სიონისტური რეჟიმის მიერ ე.წ. „ჰამასის სრულ განადგურებამდე“, რადგან ეს დრო არასოდეს მოვა, რადგან პალესტინელი ერის ნება არ შესუსტებულა ბოლო 80 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
0
0