
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა პრესრელიზი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse-მა შეთქმულების გზით, შემოსავლების სამსახურს 4 მილიარდი დოლარის ოდენობის გადასახადები დაუმალა და ამისთვის 475 ოფშორული ანგარიში გამოიყენა.
უწყების ცნობით, შვეიცარიულმა ბანკმა დანაშაული მას შემდეგ აღიარა, რაც ამერიკის სამართალდამცავმა ორგანომ, მრავალწლიანი გამოძიების შედეგად, იქ ფინანსური თაღლითობა და თანხების ბოროტად გამოყენების ფაქტები გამოააშკარავა.
იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, Credit Suisse-ის ბანკირები თაღლითური საქმიანობის ფარგლებში აყალბებდნენ ფინანსურ ჩანაწერებს, აფორმებდნენ ფიქციურ დონაციებს და სინგაპურში საიდუმლო ანგარიშები ჰქონდათ.
სასჯელის სახით, შვეიცარიული ბანკი 510 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას, მიმდინარე გამოძიებაში თანამშრომლობასა და უწყების მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის გადაცემას დათანხმდა.
, ამერიკის სირცხვილის, ჯო უილსონის მიერ ნაჩალიჩები "MEGOBARI" აქტი საუკეთესო საჩუქარია რუსეთისთვის ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ "მეგობარი აქტის" მიღებას ეხმიანება. როგორც ის აღნიშნავს, მარგინალი ქართული ოპოზიციის, ბოლომდე გაკოტრებული ენჯეოების, ამერიკის სირცხვილის, ჯო უილსონის მიერ ნაჩალიჩები "MEGOBARI" აქტი საუკეთესო საჩუქარია რუსეთისთვის. "მარგინალი ქართული ოპოზიციის, ბოლომდე გაკოტრებული ენჯეოების, ამერიკის სირცხვილის ჯო უილსონის მიერ ნაჩალიჩები "MEGOBARI" აქტი, საუკეთესო საჩუქარია რუსეთისთვის", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
0
0