19/11/2024
13:08
პოლიტიკა
უკრაინისთვის ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის მიცემით, ჯო ბაიდენი („ბლექ როკი“) მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ცდილობს, – ამის შესახებ საინფორმაციო საშუალება „უოლ სთრით ეიფსი“ სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს.
საინფორმაციო საშუალების ცნობით, დონალდ ტრამპის მიერ შერჩეული აშშ-ის გენერალური პროკურორობის კანდიდატი მეთ გეიტცი აცხადებს იმას, რისი თქმაც ყველას ეშინია, რომ უკრაინის ომი არის „ფულის გათეთრება“.
საინფორმაციო საშუალებას მოჰყავს მეთ გეიტცის სიტყვები, რომ აშშ ჩართულია უკრაინაში, რადგან ავღანეთის ომი დასრულდა.
„უოლ სთრით ეიფსის“ თანახმად, მეთ გეიტცმა განაცხადა: „ავღანეთი ჯერ კიდევ რომ გვქონოდა ფულის გასათეთრებლად, ალბათ არ იქნებოდა საჭირო ამ ტიპის გადაჭარბებული ჩართულობა უკრაინაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია, შევხედოთ ავღანეთს და შეგვიძლია, შევხედოთ, რა ხდება აქ და ვთქვათ: რისკენაც თავდაცვის მრავალი კონტრაქტორი უბიძგებს, არის ის, თუ როგორ უნდა მოახდინონ გაფართოებული სახის ომი დაბალი შემოსავლით.
მაგალითად, თუ არის ამ საქმის გაწელვის საშუალება, გადააქციეთ ის 20-30-წლიან პროექტად, რომელშიც იქნება ბევრი ფულის ბრუნვა, გამოჩნდება გაუთვალისწინებელი რეზერვები, შეძენილი იქნება ბევრი იარაღი, შემდეგ კი ეს ყველაფერი ხალხით გაივსება და მეტი ფულის დახარჯვა მოგვიწევს მის აღსადგენად“.
„უოლ სთრით ეიფსი“ წერს, რომ ამერიკული ომები ეძებენ აღურიცხავი ფულის გრძელვადიანი გათეთრების საშუალებებს.
ცნობისთვის, საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვები, რომლებიც უკრაინას უკრძალავდა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას.
0
0