25/06/2023
10:21
მსოფლიო
CNN-ის ცნობით, აშშ-ის დაზვერვამ იცოდა, რომ პრიგოჟინი რუსეთში სამხედრო გადატრიალებას გეგმავდა.
ამერიკულ დაზვერვაში აცხადებენ, რომ “ვაგნერის” ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას.
ამის შესახებ უკრაინული მედია CNN-ზე დაყრდნობით წერს.
ამ კვირის დასაწყისში აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა კონგრესის ლიდერებს აცნობეს “ვაგნერის” გადაადგილებისა და რუსეთის მახლობლად დაბანაკების შესახებ ინფორმაციები.
“დასავლურმა დაზვერვის წარმომადგენლებმა დაინახეს ნიშნები იმისა, რომ პრიგოჟინი ემზადებოდა ასეთი ნაბიჯისთვის[ამბოხებისთვის], მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის დაგროვების გზით”.
გარდა ამისა, CNN-ის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ისინი თვლიან, რომ პრიგოჟინის განცხადებები უკრაინაში ოპერაციებისთვის საბრძოლო მასალის ნაკლებობის შესახებ იყო მიზანმიმართული სიცრუე.
დაზვერვის წყარო აცხადებს, რომ "ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა" და ძნელი იყო იმის გაგება, თუ რამდენად სერიოზულად ემუქრებოდა პრიგოჟინი რუს სამხედროებს და სად აპირებდა ჯარების გაყვანას.
0
0