18/01/2025
22:20
მსოფლიო
გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, უკრაინა ვერ დარჩება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მხარდაჭერის გარეშე.
ამის შესახებ ანგელა მერკელმა დიუსელდორფში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ყოფილი კანცლერის თქმით, ტრანსატლანტიკური პარტნიორობა დღეს უფრო მეტადაა აუცილებელი.
ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმით ევროპული ომის შემდგომი წესრიგის ძირითადი პრინციპი – ტერიტორიული ხელშეუხებლობა, არაეფექტური გახდა.
მისი თქმით, მხოლოდ აშშ-თან და ნატო-ს ფარგლებში შეიძლება იყოს მიღწეული, „რომ პუტინმა არ მოიგოს ომი და უკრაინა დარჩეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“.
ანგელა მერკელმა დონალდ ტრამპს „განსაკუთრებული პრეზიდენტი“ უწოდა.
გერმანიის ყოფილი კანცლერი მიიჩნევს, რომ „ტრამპი იცავს აშშ-ის კანონიერ ინტერესებს, მაგრამ მრავალმხრივ თანამშრომლობაში ორმხრივად მომგებიანი სიტუაციების არ სჯერა, და თვლის, რომ ყოველთვის არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული“,
„ჩვენ ვერ შევცვლით დონალდ ტრამპს, მაგრამ შეგვიძლია მასზე რეაგირება მოვახდინოთ“, – თქვა მერკელმა და აღნიშნა, რომ აშშ-სთვისაც სისულელე იქნებოდა, ევროპაში მოკავშირეების ძებნაზე უარის თქმა.
„ჩვენც ძლიერი ფაქტორი ვართ“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
თარგმანი: პირველი არხი
0
0