
აშშ-ის ალაბამის შტატში, სიკვდილმისჯილი პატიმარი, დაქირავებული მკვლელი კენეთ ევგენი სმითი აზოტის ჰიპოქსიით მოკლეს - სიკვდილით დასჯის მეთოდით, რომელიც მსოფლიოში პირველად გამოიყენეს.
აშშ-ის უზენაესი და ფედერალური სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, 58 წლის სმითისთვის სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი დასაშვებია, შესაბამისად განაჩენის აღსრულება არ დაბლოკილა.
2022 წელს, ალაბამას შტატის მხარემ სმითის სიკვდილით დასჯა ლეტალური ინექციით სცადა. თუმცა ინიექციისთვის ვენის პოვნა განსაზღვრულ დროში ვერ მოხერხდა.
„ალაბამა კაცობრიობას ნაბიჯის უკან გადადგმისკენ მოუწოდებს“, - თქვა სმითმა.
BBC-ს ინფორმაციით, სიკვდილით დასჯის პროცესი 25 წუთი გაგრძელდა.
კენეთ ევგენი სმითს პასტორის ცოლის, ელისაბედ კენეთის მკვლელობისთვის 1989 წელს პატიმრობა მიუსაჯეს. 1996 წლიდან ის სიკვდილმისჯილი პატიმრების სიაში შეიყვანეს. აღნიშნული სასჯელი შეეფარდა მის თანამზრახველსაც, რომელიც 2010 წელს მოკლეს.
ალაბამამ და აშშ-ის ორმა სხვა შტატმა აზოტის ჰიპოქსიით სიკვდილით დასჯის ალტერნატიული მეთოდი დაამტკიცა.
გასულ კვირას, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა სიკვდილით დასჯის შეჩერება მოითხოვა. მისი განცხადებით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზოტის ჰიპოქსიით სმითის სიკვდილით დასჯა შესაძლოა ჩაითვალოს წამებად ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობად.
0
0