28/11/2022
14:15
პოლიტიკა
საქართველოს მიმართ ევროკავშირის მტკიცე რჩევაა, საქართველომ განსახილველად წარუდგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას. ეს არის საუკეთესო გზა იმის გასაგებად, რომ ქართული კანონმდებლობა პასუხობს აქ არსებულ ვითარებაზე, რაც 12 რეკომენდაციის საგანია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
დეგნანის თქმით, აშშ ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, განსახილველად წარედგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას.
კელი დეგნანს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს მის მიერ 22 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაზე, რა დროსაც მაშინ ელჩმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი უკან გაიწვია და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება.
„მნიშვნელოვანია, ევროკავშირის მტკიცე რჩევა საქართველოს მიმართ არის ის, რომ საქართველომ განსახილველად წარუდგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას. ეს არის საუკეთესო გზა იმის გასაგებად, რომ ქართული კანონმდებლობა პასუხობს აქ არსებულ ვითარებაზე, რაც 12 რეკომენდაციის საგანია. ეს კანონმდებლობის ძალიან კომპლექსური და ახალი სფეროა, აქ არ არსებობს ცალმხრივად მიდგომის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ აშშ ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, განსახილველად წარუდგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
0
0
ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია
25/04/2024