
Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და უკრაინა წიაღისეულის ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადებიან.
გამოცემის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია და უკრაინული მხარე გეგმავენ, მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი ოვალურ კაბინეტში მოაწერონ.
Reuters-ის ცნობით, ტრამპმა მრჩევლებთან თქვა, რომ შეთანხმების შესახებ გამოცხადებას კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს სურს. ამის შესახებ სამმა ანონიმურმა წყარომ ისაუბრა. თუმცა ხაზგასმულია, რომ ხელშეკრულება ჯერ კიდევ ხელმოსაწერია და სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.
ტრამპი კონგრესის წინაშე სიტყვით, აშშ-ის დროით, 4 მარტს გამოვა. გუშინ ტრამპმა თქვა, რომ 4 მარტის ღამე მნიშვნელოვანი იქნებოდა. "ვიტყვი ყველაფერს ისე, როგორც არის!" - თქვა მან.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ, მისი აზრით, "უკრაინასთან მინერალების შეთანხმება მკვდარი არაა".
0
0