აშშ-სა და ჩინეთს შორის საჰაერო-სამგზავრო რეისების რიცხვი გაორმაგდება
12/08/2023
09:28
მსოფლიო
A-
+A
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ, გაზარდონ ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის რაოდენობა და გაორმაგდეს ყოველკვირეული საჰაერო რეისები..
ამის თაობაზე მედია მოპოვებულ დოკუმენტაციასა და ანონიმურ წყაროზე დაყრდნოით წერს.
მათი ცნობით, აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტრო ჩინეთის სამგზავრო რეისების რიცხვს პირველი სექტემბრიდან კვირაში 18-მდე გაზრდის, ხოლო შემდეგ, 29 ოქტომბრიდან - 24-მდე. ცნობისთვის დღეს ყოველკვირეულად 12 რეისი სრულდება.
ჩინეთის ხელისუფლება თანახმაა, აშშ-ის საჰაერო-სატრანსპორტო კომპანიებმა რეისები ანალოგიური რაოდენობით გაზარდოს.
მედია აღნიშნავს, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული უთანხმოების გათვალისწინებით, ეს შეთანხმება იშვიათი ფორმაა ორი ქვეყნის ურთიერთობაში.
0
0
219
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%