15/03/2023
00:33
მსოფლიო
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ არ შეწყვეტს ფრენას შავი ზღვის თავზე.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებელი სუ-27 ამერიკულ სამხედრო დრონს შეეჯახა.
ამერიკული მხარის განცხადებით, დრონი რუტინულ მისიას ასრულებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, როდესაც ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი მის ჩაჭრას შეეცადა. კერძოდ, ერთ-ერთი რუსული სუ-27 ამერიკული დრონის პროპელერს დაეჯახა, რამაც შეერთებული შტატების ძალები აიძულა MQ-9 ტიპის დრონი საერთაშორისო წყლებში დაეშვათ.
„თუ მესიჯი არის ის, რომ მათ სურთ ხელი შეგვიშალონ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ოპერირებისგან, შავი ზღვის თავზე, მაშინ ეს მესიჯი არ შესრულდება, რადგან ეს არ მოხდება. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ფრენა და ოპერირება საერთაშორისო საჰაერო სივრცეში საერთაშორისო წყლების თავზე. შავი ზღვა არც ერთ ქვეყანას არ ეკუთვნის. და ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ის, რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის მსოფლიოს ამ ნაწილში“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.
0
0