
ფინეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მიზნით, აუცილებელია რუსეთმა მოლაპარაკებები დაიწყოს სხვადასხვა ქვეყნებთან.
მისივე თქმით, მოლოდინი აქვს, რომ ევროპა დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, თუმცა მანამდე, ყველა ქვეყანამ მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
"აშკარაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან და რაღაც მომენტში ევროპაც დაიწყებს დიალოგს. თუმცა, მთავარი ის კი არ არის, როდის და ვინ ილაპარაკებს, არამედ რის მიღწევას ვცდილობთ ასეთი საუბრით. გუშინდელი ინფორმაცია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვის შესახებ, მიუთითებს იმაზე, რომ დიალოგი რუსეთთან უნდა გადაიდოს. მათთან ჩვენ კეთილმეზობლური ურთიერთობების იმედი გვაქვს, მაგრამ ეს დრო ჯერ არ დამდგარა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როდის დაიწყებს რუსეთი საერთაშორისო სახელშეკრულებო სისტემაში დაბრუნების სურვილის დემონსტრირებას", - განაცხადა ელინა ვალტონენმა.
0
0