04/08/2023
14:45
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც შოვში, სტიქიის ეპიცენტრში იმყოფება, აცხადებს, რომ კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, არასერიოზულია.
„არ მინდა სხვა თემებზე კომენტარის გაკეთება, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. აქ არიან შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც გაგცემენ კომპეტენტურ პასუხებს. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში. ყოველგვარი საუბარი, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი არასერიოზულია და ერთი რამ მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ასეთ მძიმე წუთებში გთხოვთ ყველა გავერთიანდეთ, სოლიდარობა გამოვხატოთ და ვილოცოთ ამ ოჯახებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, სტიქიას 7 ადამიანი ემსხვერპლა. 30-მდე ადამიანთან დაკავშირება კვლავ ვერ ხერხდება.
0
0