05/04/2022
17:56
პოლიტიკა
ჩვენი შეფასებით, ეს ტყუილია, რადგან არანაირი არც მტკიცებულება არ წარმოდგენილა, რომ რაიმე ასეთი რისკები არსებობს. ამიტომ ჩვენ მოველით განმარტებებს ამასთან დაკავშირებით უკრაინის შესაბამისი სტრუქტურებიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ასეთ მდგომარეობაში, ასეთი დეზინფორმაციული განცხადებების გაკეთება ნამდვილად არ არგებს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს და სამწუხაროა, რომ ამ მომენტში ხდება ასეთი ინფორმაციების გავრცელება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.
0
0